
ავტორი
Front News საქართველო
“ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცული უნდა იყოს.
“აშშ ძალიან ყურადღებით აკვირდება ბატონი სააკაშვილის საქმეს. ჩვენ ნამდვილად მივესალმებით სახალხო დამცველის ოფისის მუშაობას, მათ განახორციელეს სამაგალითო საქმიანობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კუთხით, იმისთვის, რომ მისი უფლებები დაცული ყოფილიყო. მათ მოინახულეს სააკაშვილი ორჯერ გასული კვირის განმავლობაში.
ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს