
ავტორი
Front News საქართველო
საკითხავია, რატომ უკეთებს პუტინი შეთავაზებებს საქართველოს ახლა, რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების, სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, სარკინიგზო ხაზის პოტენციური აღდგენით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
“ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომლის მოქალაქეებს აკავებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომელიც მუდმივი წნეხის ქვეშ არის რუსეთის მხრიდან, უნდა იყოს ფრთხილად ისეთი მცდელობების მიმართ, როგორიც არის ეს ერთი შეხედვით დათმობები პუტინის მხრიდან. ჩნდება კითხვა, რატომ ახლა? რა არის ამ დათმობებისა და ურთიერთობების ნორმალიზების საფასური და რისი გადახდა მოუწევს საქართველოს იმის სანაცვლოდ, რომ გაუქმდეს სავიზო რეჟიმი, აღდგეს ავიამიმოსვლა და სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის გავლით.
ჩვენ ვიცით, რომ პუტინი თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ ყოველთვის ითხოვს საფასურს და საკითხავია, რა იქნება ეს საფასური ქართველებისთვის. ალბათ, ჩვენ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, თუ რისი მიღწევა სურს მას”, – განაცხადა დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს