
ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები და ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შეფერხების მიმართულებით განხორცილებული ქმედებები და აგრესიული რიტორიკა.
“ჩვენს შორის მჭიდრო კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ახლა, რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო განაგრძობენ რეგიონში მიმდინარე მოვლენების განხილვას და იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენი ქმედებები კარგად იყოს კოორდინირებული. ჩვენ ვაპირებთ ახლო კონტაქტების შენარჩუნებას, სადღესასწაულო დღეებშიც კი, მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ”, – განაცხადა კელი დეგნანმა
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს