კელი დეგნანი – ჩვენთვის სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევრო, ამას ვაშინგტონი მხედველობაში მიიღებს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენთვის სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევროს დახმარება, უმუშევრობის მაღალი დონის, სიღარიბის მაჩვენებლის და კოვიდის გავლენის მიუხედავად, ამას ვაშინგტონი მხედველობაში მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
“მე როგორ მესმის, ეს დახმარება მიბმული იყო მართლმსაჯულების მნიშვნელოვან რეფორმაზე და ეს ცხადი იყო გასულ წელს, როდესაც პაკეტის განხილვა ხდებოდა ევროკავშირს და საქართველოს მთავრობას შორის. კიდევ ერთხელ, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმები და საჭიროა მისი შესრულება. ზოგიერთი კარგი რეფორმა უკვე განხორციელდა, რაც ძალიან კარგია და ახლა მნიშვნელოვანია, რომ მიბმულია თუ არა 75 მილიონ ევროს დახმარებაზე, ეს რეფორმები განხორციელდეს.
აშშ-ის კონგრესი აკვირდება, რა ხდება აქ და ჩვენ ყოველთვის ვართ კოორდინაციაში საქართველოს მთავრობასთან, თუ რა სახის დახმარება სურთ და სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ისინი გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ დახმარების სახით 75 მილიონი ევრო არ სჭირდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს