კელი დეგნანი – ძალიან უცნაურია, რომ “ქართული ოცნების“ სავარაუდოდ, ყოფილი დეპუტატების ნარატივი ემთხვევა მმართველი პარტიის ლიდერების ნარატივს

ავტორი
Front News საქართველო
ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ “ქართული ოცნების“ სავარაუდოდ, ყოფილი დეპუტატების ნარატივი ემთხვევა მმართველი პარტიის ლიდერების ნარატივს, რომლებიც ასევე იმეორებენ დეზინფორმაციას, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის წერილი სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით.
“წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე. მისი ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი, ჩემთვის ძალიან საწყენი იყო. ის ცხადად ვერ იგებს, რომ აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის. ჩვენ აქ ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის, რომელიც დაფუძნებულია თქვენი კონსტიტუციით, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი. ეს ინსტიტუტი არსებობს და აქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქე. ყველა დემოკრატიისთვის ძალიან სახიფათოა, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები არიან ძირგამოთხრილი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგან ის როგორც ჩანს, ცდილობს დეზინფორმაციის გამეორებას, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ცხადი ტყუილი. აშშ-ს და ევროპას არ სურთ საქართველოს ჩათრევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს ომი, რომ მოხდეს მისი გავრცელების პრევენცია.
ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ, ყოფილი დეპუტატების ნარატივი ძალიან ახლოს მიჰყვება მმართველი პარტიის ლიდერების ნარატივს, რომლებიც ასევე იმეორებენ დეზინფორმაციას, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ტყუილი. რა არის მათი მოტივი, რომ აგრძელებენ ტყუილის და დეზინფორმაციის გამეორებას? ესაა ჩემი შეკითხვა. რაც ვიცი ისაა, რომ როგორც ჩანს, რასაც ის ამბობს, ამას ემხრობიან მმართველი პარტიის ლიდერები. ასე რომ, არ ჩანს თითქოს, ის დისტანცირებულია პარტიისგან, როგორც ამას თავად ამბობს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი




