
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ საქართველოში აშშ-ის მოქალაქის მარშალ ქომინსის არშემოშვებასა და სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ქართველი მოსამართლეების სანქცირებას შორის კავშირი არ არსებობს.
როგორც ელჩმა “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა, “ეს იმ კონსპირაციული თეორიების ნაწილია, რაც გვინახავს, რასაც ხშირად იმეორებს მმართველი პარტია”.
“არანაირი კავშირი არ არის. ეს კონსპირაციული თეორიების ნაწილია, რაც გვინახავს, რასაც ხშირად იმეორებს მმართველი პარტია. ეს აბნევს საზოგადოებას.
ამერიკას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია საქართველოს დახმარების, რასაც ვაკეთებთ ეს არის საქართველოს დასახმარებლად – ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად. ამისთვის ვართ საქართველოში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს