Logo

კელი დეგნანი – განცხადებები, რაც ჩემზე კეთდება, მომართულია არა ჩემკენ პერსონალურად, არამედ ამერიკელი ხალხისკენ და პრეზიდენტისკენ

პოლიტიკა
663
Frontnews image description

ეს არ არის ის ენა, რომელსაც პარტნიორები ერთმანეთთან საუბარში იყენებენ, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

 

ელჩის თქმით, განცხადებები, რომელიც მის მიმართ კეთდება მიმართულია ამერიკელი ხალხისა და პრეზიდენტისკენ.

 

“მე ვარ დიპლომატი და აქ წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს. ამიტომ, ის განცხადებები, რაც ჩემზე კეთდება, მომართულია არა ჩემკენ პერსონალურად, არამედ ამერიკელი ხალხისკენ და ამერიკის პრეზიდენტისკენ. მისტერ პრაისმა რაც თქვა, მართალია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, რადგან ჩვენ პარტნიორები ვართ და სწორედ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. 

 

როდესაც არის მინიშნებები, ჭორები და კომენტარები, რომლებიც არ არის დაფუძნებული ფაქტებზე, ეს დამაბნეველია ქართველი ხალხისთვის და ეს დიალოგს ხელს არ უწყობს. მე ადრეც ვთქვი, რომ ბუნებრივია, პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს პირად არასაჯარო საუბრებში უნდა განიხილებოდეს. რა თქმა უნდა, თუ ეს საჭიროა, საჯაროდაც უნდა გაკეთდეს განცხადებები, რაც ჩვენც არაერთხელ გაგიკეთებია, როდესაც ვთვლიდით, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული მისწრაფებების გზას, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ურთიერთპატივისცემით”, – განაცხადა კელი დეგნანმა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები