
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
ელჩის თქმით, განსახილველ საკითხებს შორის მოხვდა როგორც საგარეო ურთიერთობების, ასე ქვეყნის შიგნით არსებული აქტუალური საკითხები.
“ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთნ შალვა პაპუაშვილთან, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მისი ვიზიტი ნატოში და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გამართული შეხვედრები. ასევე განვიხილეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხი. იმედი გამოვთქვით, რომ ეს პროცესი სათანადოდ წარიმართება იმ ვადებსა და ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია კანონით. აღნიშნული სამსახურები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობისა და დატვირთვის მქონეა”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს