
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან დაკავშირებით თბილისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“ვიცი, რომ მერმა კალაძემ განმარტა თავისი სიტყვები, მაგრამ მე დავამატებ. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იმყოფებოდა საქართველოში, მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ შეხვდა ქალაქის მერს. იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრაზე ის მოახერხებს და შეძლებენ შეხვედრას, განიხილავენ სხვადასხვა საკითხს და შეძლებენ თანამშრომლობას”, – აცხადებს კელი დეგნანი.
კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე მისი შეფასება შეურაცხყოფა არ ყოფილა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს