
ავტორი
Front News საქართველო
მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, რადგან ეს საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ნამდვილად არ მაქვს კომენტარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, აშშ არ არის ჩართული ევროპარლამენტის ან ევროპული პარტიის განხილვებში. მე არ მაქვს კომენტარი ამ საკითხზე. მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, რადგან ეს საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ეს არის ის, რაც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში და აშშ-ის კონსტიტუციაში.
ყველაფერი, რაც ასუსტებს ან ხელყოფს მას, ასუსტებს ჩვენი დემოკრატიების საფუძველს. სწორედ ამიტომ ჯანსაღი დემოკრატიისთვის ჩვენ მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვნად და ცენტრალურად მიგვაჩნია“, – განაცხადა ელჩმა.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს