
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს გადახედონ.
“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაატაროს ეს კანონმდებლობა. აშშ, გაერო და ევროსაბჭო, ყველა საქართველოს მეგობარი მოვუწოდებთ, რომ გადახედონ ამ კანონმდებლობას, რადგან მან შესაძლოა, შემოიტანოს სტიგმა საზოგადოებაში, დამოუკიდებელი მედიებისა და ორგანიზაციების საქმიანობაში, როგორც ეს მოხდა რუსეთში.
მოვუწოდებთ პარლამენტს, გადახედონ, რამდენად გამჭვირვალე შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას და როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული. კანონს ექნება ძალიან ცუდი შედეგი მოსახლეობისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ ხალხისთვის, აკეთებენ კარგ საქმეს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, პარლამენტს, გადახედონ ამ კანონმდებლობას”, – აცხადებს კელი დეგნანი.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს