
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს რუსეთთან, რომ მოვისმინოთ მათი შეხედულებები და ვიპოვოთ დიპლომატიური გზები რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩის თქმით, კრიზისი და დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა.
“ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ეს კრიზისი თავად რუსეთმა შექმნა და ჩვენ ჯერ კიდევ იმის გარკვევის პროცესში ვართ, თუ რეალურად რა ამოძრავებს რუსეთს. ამიტომ, ახლა მიმდინარეობს დიპლომატიური შეხვედრები. საქართველო ჩვენ ჩავრთეთ ყველა იმ კონსულტაციაში, რაც მიმდინარეობს ამ საკითხების გადასაჭრელად. ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოზე, არამედ საფრთხეს უქმნის ევროპულ სტაბილურობას.
აშშ-ის მიზანია, რომ ეს კრიზისი მოგვარდეს დიპლომატიური მეთოდებით, ამიტომ ხვალ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შეხვდება სერგეი ლავროვს, დღეს კი ასევე ბლინკენი შეხვდება მოკავშირეებს, რათა ეს კრიზისი გადაიჭრას მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა დეგნანმა.
აშშ-ის ელჩი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს