
ავტორი
Front News საქართველო
აბაშიძე-კარასინის საუბრის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
“აბაშიძე-კარასინის საუბრის დეტალები არ ვიცი. მე ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე, ესვრის სკოლებს, საავადმყოფოებს. აკეთებს იმას, რასაც ასევე აკეთებდა საქართველოში.
ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც საუბარია კრასნოდარის მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარცხენა მხარეს სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე.
მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერში სასკანდალოს ვერაფერს ხედავს.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს