
ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, კომენტარები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს და ნათქვამია ისე, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, ძალიან არასახარბიელოა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთაბ განაცხადა.
“კრედიტ სუისი“ კერძო ბანკია და არ მაქვს ინფორმაცია, რა ხდება შიგნით. მე მივიჩნევ, რომ გუშინდელი კომენტარები ძალიან დამაბნეველი იყო და ვფიქრობ, კომენტარები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს და ნათქვამია ისე, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, ძალიან არასახარბიელოა.
ეს არის ერთგვარი დეზინფორმაცია, რომელიც, ჩემი აზრით, მთავრდება დაბნეულობით და საბოლოოდ, ხალხის დაყოფით. ეს იმ დროს, როდესაც ქართველები უნდა გაერთიანდნენ და არა დაიყონ. ეს ერთიანობის დროა. მეც დაბნეული ვიყავი, თუ რაზე იყო ეს კომენტარი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს