Logo

კელი დეგნანი – მოვუწოდებთ მთავრობას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგეს

პოლიტიკა
30.04.2022 / 18:19
Frontnews image description

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგეს და ყურადღებით განიხილოს.

 

“მესმის გაზრდილი შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს, რომ მან მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უმკურნალონ კვალიფიციურმა სამედიცინო პროფესიონალებმა. ეს არის ადამიანის ძირითადი უფლება და ის, რისკენაც ჩვენ ასევე მოვუწოდებთ. მე ვიხილე პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ისინი უზრუნველყოფენ სამედიცინო დახმარებას, რომელთაგან ნაწილზე, მათი თქმით, სააკაშვილი უარს აცხადებს. 

 

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგეს სახალხო დამცველის ოფისის რეკომენდაციებს, ყურადღებით განიხილონ ეს რეკომენდაციები. სახალხო დამცველის ვალდებულებაა, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებები, ეს არის კონსტიტუციით მინიჭებული მანდატი. ასე რომ, სწორედ ამ ოფისმა უნდა შეამოწმოს მისი მდგომარეობა და გასცეს რეკომენდაციები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები