
ავტორი
Front News საქართველო
მთავრობას მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება.
“ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სამედიცინო ჯგუფის შეფასების შემდეგ, რომ ის მძიმე რისკის წინაშეა და სჭირდება სასწრაფო მკურნალობა, ასევე სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადების, რომ გლდანის ციხის მეთვრამეტე ჰოსპიტალი არ არის საკმარისი, ამიტომ მთავრობას მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, რომ მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სააკაშვილს, მიიღოს მისი ექიმების რეკომენდაციები და დათანხმდეს სამედიცინო მკურნალობას, რასაც ექიმები ამბობენ, რომ მას სჭირდება. ეს აშკარად მგრძნობიარე და ემოციური სიტუაციაა. ახლა საჭიროა, პრიორიტეტებს მიექცეს ყურადღება სააკაშვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფიზიკურად კარგად ყოფნასთან დაკავშირებით.
ჩვენი აქტიური რეკომენდაცია მთავრობის მიმართ არის, უზრუნველყოს სამედიცინო და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაცვა, რაც მას სჭირდება. მას უნდა მოექცნენ სამართლიანად, ღირსეულად და საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან და უზრუნველყოს მათთვის სამედიცინო მომსახურება და უსაფრთხოება“, – აცხადებს კელი დეგნანი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს