კელი დეგნანი – მთავრობას მოვუწოდეთ, ღირსების დაცვით მოექცნენ სააკაშვილს, დაიცვან მისი უფლებები


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ საელჩო მთავრობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილს ღირსების დაცვით მოექცნენ და მან მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურეობა, რაც ადამიანის უფლებაა.
“ბატონი სააკაშვილი ქვეყანაში ძალიან დაძაბულ დროს დაბრუნდა. ზუსტად არჩევნების დაწყების წინ, როცა პოლარიზაცია უკვე ძალიან იყო გაღრმავებული. ჩვენ როგორც საჯარო, ასევე კერძო საუბრებში მთავრობას მოვუწოდეთ, რომ დაიცვან მისი ადამიანის უფლებები და მას ღირსების დაცვით მოექცნენ, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურება და რა თქმა უნდა სამართლიანი სასამართლო პროცესი მიიღოს, რაც მოგეხსენებათ გაეროს ადამიანის უფლებების კონვენციის საბაზისო პრინციპია.
ჩვენ ასევე მოვუწოდეთ მთავრობას დაიცვას სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ვისაც კონსტიტუცია ავალდებულებს მოქალქეების უფლებების დაცვას. ძალიან კარგი ბაზისი არსებობს იმისთვის, რომ ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს პატივისცემით და ღირსებით მოპყრობა, რაც მას ეკუთვნის საერთაშორისო სამართლის და სხვა საერთშორისო შეთანხმებების საფუძველზე.
ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გავაგრძელებთ მის მიმდინარე სასამართლო საქმეებზე დაკვირვებას და რა დონემდეც შეგვიძლია ამის გაკეთება, იმაში დარწმუნებას, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს მასთან წვდომა და ის იღებდეს მისთვის საჭირო სამედიცინო მზრუნველობას”, – აცხადებს კელი დეგნანი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
თაგები:
კელი დეგნანი

კელი დეგნანი – მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, გაითვალისწინოს მისი ექიმების რეკომენდაცია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, რომელიც ესაჭიროება

კელი დეგნანი – მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყონ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში

კელი დეგნანი – სამართლებრივი პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით