
ავტორი
Front News საქართველო
ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც ეს ტყუილი, კონსპირაციული თეორია ძალიან ხშირად ჟღერდება და ხანდახან ამას იმეორებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
“მეორე ფრონტის საკითხზე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და მინდა გითხრათ, რომ ეს არის 100%-ით სიცრუე, რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება მაშინ, როცა ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, ვმუშაობთ სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან, რათა ქვეყანა გაძლიერდეს.
რატომ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველო დავაყენოთ საფრთხის, რისკის ქვეშ? ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც ეს ტყუილი, კონსპირაციული თეორია ძალიან ხშირად ჟღერდება და ხანდახან ამას იმეორებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს