
ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, ახლა არსებობს რეალური შესაძლებლობა ამისა, თუკი ლიდერები შეთანხმდებიან და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
“არ მსურს, არესტოვიჩის ნაცვლად გავცე პასუხი, ვერ გავცემ პასუხს, იგი არის უკრაინის მთავრობის წევრი. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას. ჩვენ თანიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას, ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს.
ვფიქრობ, ახლა არსებობს რეალური შესაძლებლობა ამისა, თუკი ლიდერები შეთანხმდებიან და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის. ამისთვის ასევე მნიშვნელოვანია ფართო და ინკლუზიური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, რათა ევროკავშირმა დაინახოს ეს მზაობა. სწორედ ეს არის საჭირო, რომ მოხდეს სრული ინტეგრაცია და ეს ნაბიჯები არის გადასადგმელი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, “ნებისმიერი რამ, რაც ჰყოფს საქართველოს და უკრაინას ან ხელს უწყობს უთანხმოებას საქართველოსა და უკრაინას შორის, სარგებელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს“.
“საქართველოშიც და უკრაინაშიც შეიჭრა რუსეთი, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს