Logo

კელი დეგნანი – პოლიტიკური ჩარევის ან პოლიტიკური სამართლებრივი დევნის აღქმაც კი ანადგურებს ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ

პოლიტიკა
14.12.2021 / 18:31
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პოლიტიკური ჩარევის ან პოლიტიკური სამართლებრივი დევნის გამოჩენა სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებაში ნდობას ანადგურებს.

 

მისივე თქმით, აშშ მზად არის საქართველოს მხარი დაუჭიროს სასამართლო სისტემის გაძლიერებაში. 

 

“პოლიტიკური ჩარევის ან პოლიტიკური სამართლებრივი დევნის აღქმაც კი ანადგურებს საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ, კერძოდ კონკრეტული საქმეების შედეგებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ კანონი თანაბრად და მიუკერძოებლად იქნება გამოყენებული ყველა მოქალაქის მიმართ პოლიტიკური კუთვნილების თუ ბიზნესთან ასოცირების მიუხედავად.

 

ბევრი ერთგული მოსამართლე მუშაობს სისტემაში და მოხარული ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა გაძლიერდეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Advertisement