კელი დეგნანი – ყველას აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში, რაც გულისხმობს დაპირისპირებების დასრულებას

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, პროცესში ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს და შედეგის მიღწევა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს.
“პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებასა და იმ დაპირისპირების შემცირებას, რომელიც ქვეყანაშია.
მისასალმებელია, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეს ინიციატივა და ჩვენ მხარს მცდელობაში, რათა დასტაბილურდეს პროცესები და სიმშვიდე მოუტანოს ქვეყანას.
ვიცით, რომ რომ პროცესში ცართულები არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის არის სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს ეკლესია. ყველას აქვს საკუთარი ხმა და პასუხისმგებლობა ამ პროცესში, რაც გულისხმობს დაპირისპირებების დასრულებას. ეს არ არის ის რაც ერთ რამეში მოხდება, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს პოზიციების შეჯამება და შემდეგ უკვე შესრულება”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი




