კელი დეგნანი – სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა


ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა, დავაკვირდებით, თუ მიმდინარეობს ეს საქმე მიუკერძოებლად, სწორედ ამის იმედი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
დეგნანი მიიჩნევს, რომ საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია.
„გუშინდელზე საუბარზე მეტად მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ წინსვლაზე. ჩვენ გვსურს, ადამიანები ფოკუსირებული იყვნენ არჩევნებზე. ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებსაც საჭიროა, რომ ეს ქვეყანა გაუმკლავდეს, ასეთია სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, კოვიდი, განათლება, წყალი, გზები. ჩვენ იმედი გვაქვს, ამ არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები დაუბრუნდებიან მუშაობას იმ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტულია ქართული საზოგადოებისთვის.
სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა. ჩვენ დავაკვირდებით, თუ მიმდინარეობს ეს საქმე მიუკერძოებლად და ქართული კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. სწორედ ამის ნახვის იმედი გვაქვს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


კელი დეგნანი – პოლიტიკური ჩარევის ან პოლიტიკური სამართლებრივი დევნის აღქმაც კი ანადგურებს ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ

კელი დეგნანი – მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი დათვლილი

კელი დეგნანი – საქართველოს ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება მისი წარმატება აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაში