
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ვინც არ უნდა გახდეს შემდეგი სახალხო დამცველი, ის იქნება კვალიფიციური, დამოუკიდებელი.
“როგორც ვნახეთ, ნინო ლომჯარიამ და მისმა პროფესიონალთა გუნდმა სახალხო დამცველის ოფისიდან, გამორჩეული სამუშაო შეასრულა. ამიტომ სახალხო დამცველის თანამდებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ერთ-ერთი იმ ცოტაოდენ დამოუკიდებელ სააგენტოებს შორის, რომელსაც თქვენი კონსტიტუციით აქვს ვალდებულება, დაიცვას ყველა მოქალაქის, ადამიანის უფლებები.
სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და უნდა შესრულდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ვინც არ უნდა გახდეს შემდეგი სახალხო დამცველი, ის იქნება კვალიფიციური, დამოუკიდებელი, გაბედული და მზად, აიღოს ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რაც წარმოადგენს კონსტიტუციით გაცემულ მანდატს საქართველოს ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დაცვისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს