
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო მოსმენა და პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად, პირადი ცხოვრების დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
მისივე თქმით, მთავრობას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული, რომ ის იღებდეს საჭირო სამედიცინო ზრუნვას, ფსიქოლოგიურ ზრუნვას და სამართლიან სასამართლოს.
“მთავრობას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, რომ ის იღებდეს საჭირო სამედიცინო ზრუნვას, ფსიქოლოგიურ ზრუნვას და სამართლიან სასამართლოს. ფუნდამენტურად, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა.
სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს. სამართლებრივი პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით, ისევე როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს