კელი დეგნანი – საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები, იმედი მაქვს, შეთანხმება ძალაში დარჩება


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ძალაში დარჩება და პოლიტიკური ლიდერებისთვის იქნება ერთგვარი გზამკვლევი აუცილებელი რეფორმების გასატარებლად.
მისივე თქმით, “ქართველ ხალხს მრავალპარტიული რეფორმა სჭირდება და არა ცალმხრივი”.
“ყველა განცხადებამ, რომელიც გაკეთდა, ცხადი გახადა, როგორი იმედგაცრუებული არიან საქართველოს მეგობრები იმით, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან. ეს საქართველოს პოლიტიკური პარტიების 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად შემუშავებული საუკეთესი გზა იყო იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც საქართველოს სჭირდება. შეთანხმების იდეა და ღირებულება იდგა იმაზე, რომ მის მისაღებად პარტიებმა მოილაპარაკეს და ერთად დადეს პირობა, რომ რეფორმებს გაატარებდნენ.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას შეუძლია უზრუნველყოს ერთგვარი სტრუქტურა და ჩარჩო მხარეთა ერთობლივი მუშაობისთვის. ცალმხრივი რეფორმა არ არის ის, რაც საქართველოს სჭირდება – საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები, რომელსაც გაატარებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია.
ასე რომ, იმედი მაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და იქნება ერთგვარი გზამკვლევი აუცილებელი რეფორმების გასატარებლად.
კვლავ დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომელსაც ჯერ არ მოუწერია ხელი ამ შეთანხმებისთვის, ხელი მოაწერონ მას, რადგან მნიშვნელოვანია, ეს იყოს ფართო შეთანხმება. თუმცა, ამავე დროს, მათ, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დადეს პირობა და აიღეს ვალდებულება, შეასრულონ ამ შეთანხმების პირობები. სანქციებზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია”, – განაცხადა კელი დეგნანმა.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა