კელი დეგნანი – უკეთესია ყველაფერი გადაწყდეს და განსხვავებული პოზიციების დაახლოება მოხდეს დიალოგის გზით


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სანქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული ერთ-ერთი ინსტრუმენტია, თუმცა დეგნანის განმარტებით, უკეთესი იქნება თუ ყველაფერი დიალოგის გზით გადაწყდება.
“ბევრი რამ, რაც ახლა ხდება, გარკვეულწილად ხელს უწყობს რუსულ დეზინფორმაციას. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ვთქვით, რომ სანქცია არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა არა ის, რისი გამოყენებაც კარგი იქნება. უკეთესია ყველაფერი გადაწყდეს და განსხვავებული პოზიციების დაახლოება მოხდეს დიალოგის გზით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიალოგი ამისთვის საუკეთესო გზაა”, – განაცხადა დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს