
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული და ინტერესით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
“მე, როგორც აშშ-ის ელჩი, ყოველთვის მოხარული ვარ, ვუპასუხო შეკითხვებს. როგორც აშშ-ის წარმომადგენელს აქ, ყოველთვის მსურს, ვუპასუხო შეკითხვებს, რომლებიც ეხება საქართველოში აშშ-ის მუშაობას. ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოსახლეობას და თქვენს მისწრაფებებს, გახდეთ სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში.
როგორც მოისმინეთ ნედ პრაისისგან, ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება აქ, საქართველოში, დიდი ინტერესით აკვირდება ამბებს და აქ განვითარებულ მოვლენებს, რადგან საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ამ ქვეყნის წარმატებაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვუჭერდით მხარს საქართველოს ასე მჭიდროდ და ფართოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს