
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელ განცხადებას არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს.
“მე ვიყავი მესტიაში, ზუგდიდში, ვეწვიე ძალიან პოზიტიურ და შთამბეჭდავ ქართველებს მთელი დღის განმავლობაში და თვალყური არ მიდევნებია თბილისში მოვლენებისთვის. რაც ყველაზე სასიამოვნო რამ არის საქართველოს გარშემო მოგზაურობაში, ხედავ, სად არის ამ ქვეყნის მომავალი და ეს რეგიონებშია, სადაც ხალხი მომავალზეა ორიენტირებული და არა ამაზე. არ ვიცი, რაზეა საუბარი. მე ვერ დავადასტურებ ვიღაცის ჭორებს, რადგან არ ვიცი, რა თქვა მან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
“იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი“, – განაცხადა დღეს დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს