
ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის საელჩო მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოში და ასე ვიქცევით ბოლო 30 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
“მე ზუსტად არ ვიცი, რას ან ვის წარმოადგენს ეს ჯგუფი ან რამდენად განსხვავდებიან მმართველი პარტიისგან, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, დატოვებული აქვთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის ბრალდებები, რომლებიც მათ წაუყენეს ამერიკის საელჩოსა და სხვებს არის უაზრო შეთქმულების თეორია, რომელიც არანაირი ფაქტით არ მყარდება.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამერიკის საელჩო მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოში და ასე ვიქცევით ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ასე გვესმის საქართველოს მხარდაჭერა, რომ ამ ქვეყანამ განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ეკონომიკა და უფრო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა გახდეს.
ნებისმიერი ბრალდება, რომ თურმე ჩვენ ვართ დამნაშავე ამ პოლარიზაციაში, რომელიც აქ არის, წარმოადგენს ბრალის გადატანის მცდელობას დასავლელ პარტნიორებზე, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ეხმარებიან ამ ქვეყანას. ეს პოლარიზაცია აქ იყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მე ჩამოვიდოდი და მე ვთავაზობ ქართველ ხალხს, გაიხედოს წარსულში და დაინახოს, საიდან მოვიდა ეს პოლარიზაცია. გავრილოვის ღამე, შეუსრულებული დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები – სწორედ აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან”, – აცხადებს კელი დეგნანი.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს