
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დღეს ყვარლის ამერიკული თაროს გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
"130 წელზე მეტის ხნის წინ ილია ჭავჭავაძემ დაწერა: „თუ ღმერთმა ჰქმნა და კაცობრიობის სასახელოდ ამერიკამ ამ მხრით თავისი საწადელი აისრულა, ეს დიდი მაგალითი იქმნება ევროპიისათვისაც."
დღეს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ილია ჭავჭავაძის დაბადების ქალაქი მოინახულა და ყვარლის პირველი სკოლის მოსწავლეებს უთხრა, რომ დღეს უკვე საქართველოს დემოკრატიული მომავლის სურვილი შთააგონებს მსოფლიოს.
ელჩმა მერ როსტომ სესიაშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო ყვარლის ამერიკული თაროს გახსნაში, რომელიც ყვარლის ევროკლუბთან პარტნიორობით ჩამოყალიბდა. ადგილობრივი საზოგადოება ამერიკულ თაროში აღმოაჩენს წიგნებს, თამაშებსა და აქტივობებს, რომელიც იმ უნარების განვითარებაში დაეხმარება, რაც საქართველოს დემოკრატიულ-ეკონომიკური განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციის გაგრძელებისთვის სჭირდება.
ამერიკის საელჩო ასევე უჭერს მხარს ამერიკულ თაროს გორში და ზაფხულის ბოლოს გეგმავს კიდევ სამი თაროს გახსნას ქვეყნის მასშტაბით", – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს