კელოგი – უკრაინა და რუსეთი ცეცხლის სრული შეწყვეტის ზღვარზე არიან


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა და რუსეთი ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან ახლოს არიან, ასეთი ნაბიჯისთვის აუცილებელია ორი ქვეყნის პირობების შეთანხმება, – ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა.
“ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ყოვლისმომცველ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას. როგორც კი ამას მიაღწევთ, ძალიან რთული იქნება ომის განახლება. მე ასე მჯერა”, – აღნიშნა კელოგმა.
მისი აზრით, ახლა საჭიროა სახელშეკრულებო პირობების ფორმულირება, ანუ დოკუმენტები, რომლებიც ასახავს უკრაინისა და რუსეთის პოზიციებს და შემდეგ “შეკრებს მათ“.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონტაქტზეა როგორც უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე ვლადიმერ პუტინთან და ის შეძლებს ორ ქვეყანას შორის გარიგების მიღწევას.
“მე მჯერა, რომ ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის ზღვარზე ვართ, მაგრამ ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისზე წასვლა. არცერთი მხარე არ მიიღებს ყველაფერს, რაც სურს. მოუწევთ რაიმეზე უარის თქმა გადაწყვეტილების მისაღებად. მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ამის გაკეთება”, – განაცხადა კელოგმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს