Logo

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

სამართალი
740
Frontnews image description

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა.

ექსპერტიზით დადგინდება, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძის  მკვლელობისას იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში.

კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს მოკლეს. მას მეგობარმა მამაკაცმა, 26 წლის ბექა ჯაიანმა ცივი იარაღით, დანით სასიკვდილო 28  ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თაგები:

Advertisement