ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ფორმულას" ჟურნალისტს ქეთა ციცქიშვილს 19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით, 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
ქეთა ციცქიშვილის გარდა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის ციხეში 11 ადამიანი: ვახო სანაია, საბა ჯაფარიძე, ნინო ბერუაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, ლევან ჯობავა, შალვა ჩუბინიძე, ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, საბა ხომერიკი, ლევან მარგიანი და გიორგი ყიასაშვილი გაუშვა.
გუშინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს: თორნიკე თხილავა, ლაშა ჩხარტიშვილი, გელა გამყრელიძე, მანუჩარ მაჭავარიანი და მამუკა კუპრეიშვილი.
თაგები:
ქეთა ციცქიშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა