Logo

ქეთევან ხუსკივაძე - მას, როგორც ჩანს, არ აქვს თავად კითხვები, თუმცა თანახმაა, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა

საზოგადოება
163
Frontnews image description

მას, როგორც ჩანს, არ აქვს თავად კითხვები, თუმცა თანახმაა, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, იურიდიულად ასაბუთებდა და ამბობდა, რომ თურმე სახელმწიფოს ჰქონია უფლება, რომ ასეთი გაერთიანება მოახდინოს, -  ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა ქეთევან ხუსკივაძემ აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.

"სიმართლე გითხრათ, ასეთ მძიმე მდგომარეობას მაინც არ ველოდები. თქვენ, სტუდენტები, ძირითადად, პატარები ხართ და არ იცით, როგორი იყო საბჭოთა კავშირის დროს სხდომები, ასეთი სხდომა იყო ზუსტად. ასეც ვიცოდი, რომ სამუშია შეეცდებოდა, ყველანაირად დაეძვრინა თავი და ეს პასუხისმგებლობა არ აეღო და არ ეთქვა, კონკრეტულად ვინ გასცა ბრძანება ამ ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის შეერთების ან როგორ მოხდა, რა კვლევაზე დაყრდნობით. ასეთი რამ მან არ იცის, რა თქმა უნდა. იცის, რომ შედგა სატელეფონო საუბარი, რომ დაურეკეს ჯერ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, შემდეგ ნახევარ საათში მასაც უთხრეს, რომ ასე ერთიანდებოდა ორი უნივერსიტეტი.

მას, როგორც ჩანს, არ აქვს თავად კითხვები, თუმცა თანახმაა, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, იურიდიულად ასაბუთებდა და ამბობდა, რომ თურმე სახელმწიფოს ჰქონია უფლება, რომ ასეთი გაერთიანება მოახდინოს. როდესაც უნივერსიტეტის ავტონომიაზე დავუსვით კითხვები, ამაზე პასუხები არ აქვს და გადადის შემდეგ, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. გადაწყვეტილებაა პოლიტიკური და აკადემიურად როგორ აპირებენ რამის გამორჩენას?", - განაცხადა ხუსკივაძემ. 

მისივე თქმით, უნივერსიტეტს, რომელსაც არ აქვს ავტონომია და პარტია პირდაპირ განაგებს და წყვეტს, შეუერთოს თუ არა სხვა უნივერსიტეტს, მას, რა თქმა უნდა, არ ექნება არანაირი ევროპული ფასეულობა და ვერ განვითარდება დამოუკიდებლად.

"არ ისაუბრა უნივერსიტეტის ავტონომიაზე, არც აკადემიურ თავისუფლებაზე. დაუსვა ჩემმა კოლეგამ შეკითხვა და ამას თავს არიდებს. ბოლონიის პროცესზე ისე საუბრობს, რომ სულ არ იცის, მაგალითად, ის, რომ უნივერსიტეტს, რომელსაც არ აქვს ავტონომია და პარტია პირდაპირ განაგებს და წყვეტს, შეუერთოს თუ არა სხვა უნივერსიტეტს, მას, რა თქმა უნდა, არ ექნება არანაირი ევროპული ფასეულობა და ვერ განვითარდება დამოუკიდებლად.

არ უთქვამს ცალსახად თავისი დამოკიდებულება, თუმცა ყველა იმ კომენტარში, რასაც აკეთებდა, მე მეჩვენება, რომ ის მზად არის, შეასრულოს ეს ბრძანებაც", - განაცხადა  ქეთევან ხუსკივაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები