Logo

“კეთილი იყოს “გირჩის” ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში”

საზოგადოება
1260
Frontnews image description

კეთილი იყოს "გირჩის" ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში – ამის შესახებ "გირჩის" წევრებმა პარლამენტში განაცხადეს. 

"ჩვენ პარლამენტის შენობაში შემოვედით იმ გზის აღსასრულებლად, რომელიც ერთი კვირის წინ, თუ 10 დღის წინ გამოვაქვეყნეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ერთი მხრივ ხელისუფლებისკენ იმაზე, რომ ველაპარაკოთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. იქნება მთავარი 7 საკითხი, რომელზედაც "გირჩი" იბრძოლებს ამ შენობაში. ამავდროულად, ჩვენ გვინდა ვიყოთ ხალხი, რომელმაც უნდა წაახალისოს შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. 

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მეგობრების მიერ წარმოდგენილია დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას ემსახურება. შესაბამისად, ჩვენ გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი აღსრულდეს ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ. თუ ეს დოკუმენტი არ აღსრულდება, ეს იქნება პრობლემა, ვისგანაც არ უნდა იყოს გამოწვეული, ხელისუფლებისგან თუ ოპოზიციისგან. აქედან გამომდინარე ჩვენ მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს სიმბოლურად და ველოდებით, პირველ რიგში, ხელისუფლების ხელმოწერას, რომ პირდაპირ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში. ამავდროულად, თუ ამას ხელისუფლება არ იზამს, ველოდებით 7-დან ერთი საკითხის დაკმაყოფილებას, რომ პირდაპირ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"გირჩის" სამმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები