Logo

კევინ მაკალისტერი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს

სპორტი
187
Frontnews image description

28 წლის კევინ მაკალისტერი, "ლივერპულის" ნახევარმცველის ალექსის მაკალისტერის უფროსი ძმა, ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს. ფეხბურთელი ამჟამად ბელგიური კლუბის Royale Union Saint-Gilloise-ის ღირსებას იცავს.

"ჩემს ცოლს დავურეკე და ტიროდა. ჩემი ოჯახი ბედნიერია. მადლობა ჩემს გუნდს, თქვენი დამსახურებაცაა, რომ მე ნაკრებში ვითამაშებ“ , - აღნიშნავს ფეხბურთელი.

მაკალისტერი ჩელსის ფეხბურთელს ენცო ფერნანდესს შეცვლის, რომელიც მუხლის ტრავმის გამო მატჩს გამოტოვებს.

14 ნოემბერს არგენტინა ლუანდაში საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ანგოლასთან გამართავს. კევინ მაკალისტერი ნაკრების შეკრებას ესპანეთში შეუერთდება.

Advertisement