
ავტორი
Front News საქართველო
დღევანდელი ევროპა და ევროკავშირი თვითმყოფადობის, ქრისტიანობისა და დემოკრატიის სერიოზულ კრიზისს განიცდის, რაც მის თითოეულ წევრ სახელმწიფოზე ვრცელდება – ამის შესახებ “ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.
“ვხედავთ, რომ დღევანდელი ევროპა და ევროკავშირი თვითმყოფადობის, ქრისტიანობისა და დემოკრატიის სერიოზულ კრიზისს განიცდის, რაც მის თითოეულ წევრ სახელმწიფოზე ვრცელდება. როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს სულ მცირე 10-12 წელი დაჭირდება. შესაბამისად, საჩქარო და დასაკარგი არაფერი გვაქვს.
ამ 10-12 წლის განმავლობაში, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი კრიზისიდან თავის დაღწევას და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა ახალი გარემოებების მიხედვით უნდა მიიღოს“ – ნათქვამია განცხადებაში.
თაგები:
ხალხის ძალა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს