
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედი მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის ფარგლებში ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ ხანდაზმულთა სათემო ცენტრის – „ჩემი მორდუს” ბენეფიციარებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აღნიშნული აქციის ფარგლებში მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების მიერ განხორციელდა ცენტრის ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურება დადანიშნულების შესაბამისად გაიცა საჭირო მედიკამენტები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მხარს უჭერს ხანდაზმულთა სათემო ცენტრის – „ჩემი მორდუს“ ამუშავებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია მარტოხელა ხანდაზმულებზე ზრუნვისა და მათთვის სოციალური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს