“ხანძრის გამო, “თელასმა” რამდენიმე წუთი გათიშა ელექტროენერგია, რის გამოც დროებით გაითიშა საახალწლო ილუმინაციები”


ავტორი
Front News საქართველო
შპს “თბილსერვის ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს.
“რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, სს “თელასმა“ უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც დროებით გაითიშა გამზირზე არსებული საახალწლო ილუმინაციები.
ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებები ჩართულია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
საახალწლო ილუმინაციები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს