
ავტორი
Front News საქართველო
ხარაგაულში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს ლევან ხაბეიშვილს და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატებს კითხვით მიმართა, თუ რატომ იღებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ დახმარებას, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ლევან ხაბეიშვილსა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს საკრებულოს თავმჯდომარე, დეპუტატები და ადგილობრივი მერიის სამსახურების წარმომადგენლები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ქუჩაში გაგრძელდა.
ადგილზე გამოიძახეს პოლიცია.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს