ხარკოვის ოლქში რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა ტერორისტებმა ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში სასურსათო მაღაზიას დაარტყეს, მტრის თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 50 ადამიანი.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის 6 წლის ბავშვია. დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.
ხარკოვის საოლქო პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე დაადგინეს 29 დაღუპულის ვინაობა, დანარჩენი ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ თავდასხმის დროს მაღაზიაში ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფებოდა – 60-მდე ადამიანი, მათ შორის არცერთი სამხედრო.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და თავდასხმას სასტიკი რუსული დანაშაული და აბსოლუტურად მიზანმიმართული ტერორისტული აქტი. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
თაგები:
ხარკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს