
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, რომელის მიხედვითაც დეზიმფორმაციაა, რომ აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში.
ხოფერიას თქმით, ამ პასუხების შემდგომ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს აშშ-ს სტატუსს საკუთარ სამშობლოსთან მიმართებაში.
“ქალბატონო კელი!
სიცრუესა და სიმართლეს ქართველი ხალხის ერთიანი გონი თავად გაარკვევს! თქვენ, სჯობს, პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დააფიქსიროთ საელჩოს, ანუ ამერიკის ოფიციალური პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
მაგალითად:
1. უნდა განთავისუფლდნენ თუ არა სააკაშვილი და გვარამია?
2. უნდა დაუწესდეს თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილს?
3. იმსახურებს თუ არა საქართველო ევრიკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო კანდიდატის სტატუს?
სულ ესაა….
ამ პასუხების შემდგომ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს აშშ-ის სტატუსს საკუთარ სამშობლოსთან მიმართებაში“, – წერს ხოფერია facebook – ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს