ხათუნა ლაგაზიძე – დღეს საქართველომ ომი გამოუცხადა აშშ-ს, თავისი მორჩილი ტელევიზიის პირით


ავტორი
Front News საქართველო
დღეს საქართველომ ომი გამოუცხადა აშშ-ს, თავისი მორჩილი ტელევიზიის პირით, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის ელჩმა საქართველოს ხელისუფლება რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში პირდაპირ დაადანაშაულა, რასაც „ოცნებამ“ ტელეკომპანია „იმედში” გორბის კვლევების გამოქვეყნებით უპასუხა.
“დღეს ისტორიული დღე გვაქვს, საქართველომ ომი გამოუცხადა აშშ-ს. სულ რაღაც ერთი საათის წინ თავისი მორჩილი ტელევიზიის პირით, დაახლოებით 2 საათის წინ აშშ-ის ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა გააკეთა განცხადება, რაც არის ფაქტობრივად ვერდიქტი იმისა, რომ საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც რუსული ენით, რუსული ინტერესებით ებრძვის აშშ-ს. დეგნანი ამბობს, რომ განცხადებები, თითქოს აშშ-ს ან ევროკავშირს სურს საქართველოს ომში ჩათრევა, 100 %-ით რუსული დეზინფორმაციაა. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ს ეუბნება, საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის არის რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი საქართველოში და შესაბამისად, ემსახურები რუსულ საქმესო. აშშ-მა ეს ვერდიქტი გამოუტანა საქართველოს ხელისუფლებას.
აქედან დაახლოებით ერთ საათში საქართველოს ხელისუფლება ხსნის საპასუხო ცეცხლს და უცხადებს ომს აშშ-ს. ეს ხდება ტელეეთერით, ამ კითხვით – „თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?“. თავისთავად, ეს გამოკითხვა არც ჩატარებულა და ამით საქართველოს ხელისუფლებამ დაუდასტურა აშშ-ს, რომ დიახ, ის ავრცელებს დეზინფორმაციას“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
ტელეკომპანია „იმედის” დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ” ჩაატარა. კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ყველაზე მეტად ვინ არის დაინტერესებული საქართველოში გაიხსნას მე-2 ფრონტი რუსეთთან? პასუხები ასე გადანაწილდა:„ნაციონალური მოძრაობა“ – 28,5%;რუსეთი -12,4%; აშშ – 12,4%;ხოლო შეკითხვაზე: თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია, 83,6% აცხადებს, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ომში; 4,9% კი ამბობს, რომ არ იცის.
თაგები:
ხათუნა ლაგაზიძე

გიორგი ვაშაძე – ძალიან გთხოვთ, ნუ მოატყუებინებთ თავს “ქართულ ოცნებას“, აშშ-ს და ევროპას საქართველოში უნდა მშვიდობა, არ უნდა ომი და ამაში ნუ დაგაჯერებენ

ხათუნა ლაგაზიძე – პუტინი დღეს შესაძლოა, უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე იყო მობილიზაციის გამოცხადებამდე

ირაკლი კობახიძე – ძნელია, რომ ასეთ დროს არ შეგიძლია მეტის გაკეთება, რათა ომი აღკვეთო, მაგრამ საქართველოს აქვს თავისი შესაძლებლობების ფარგლები