ხათუნა ლაგაზიძე – ეს არის რუსეთის არარეგულარული არმია, რომელიც უნდა დაძრულიყო უკრაინისკენ და დაიძრა საქართველოსკენ


ავტორი
Front News საქართველო
ეს არის რუსეთის არარეგულარული არმია, რომელიც უნდა დაძრულიყო უკრაინისკენ და დაიძრა საქართველოსკენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ საქართველოში რუსეთიდან შემოსული მიგრანტების ნაკადის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი დიდი ნაკადის შემოსვლა ქვეყანაში ძალიან დიდ რისკთან არის დაკავშირებული.
“ჩვენ ვსაუბრობთ სოხუმის დაცემის 29 წლისთავზე და ისე არ გავაკეთოთ რომ 2-3 წელიწადში ვისაუბროთ თბილისის დაცემის 2 თუ 3 წლისთავის შესახებ. შეიძლება ძალიან კატეგორიული განაცხადია, მაგრამ ამის რისკი საკმაოდ რეალურია.
ყველა ვუყურებთ ლარსზე რუსების შემოსვლის კადრებს, ეს არის რუსეთის არარეგულარული არმია, რომელიც უნდა დაძრულიყო უკრაინისკენ და დაიძრა საქართველოსკენ. ეს კი არა, რა რაოდენობასაც ახლა ვუყურებთ ამის მეათედი შეიარაღებული, საკმარისია, რომ საქართველო დაიპყრო“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
თაგები:
ხათუნა ლაგაზიძე

ხათუნა ლაგაზიძე – ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიმართ გამოცხადებული ომი, დივერსია და გენოციდი

ხათუნა ლაგაზიძე – ნაბიჯი უკრაინის ფედერალიზაციისაკენ არის რუსეთის საბელი უკრაინის კისერზე

ბადრი ჯაფარიძე – ეს არის გზავნილი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების და დების მიმართ, რომ ჩვენ ერთად უნდა შევიდეთ ევროკავშირში