
ავტორი
Front News საქართველო
პუტინმა გახსნა მეორე ფრონტი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთში თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოქმედდა და ადამიანებს არ უნდათ პუტინის ომში მონაწილეობის მიღება.
“მიუხედავად, საინფორმაციო პროპაგანდისა, თვითგადარჩენის ინსტიქტი რუსეთში ამოქმედდა. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, იმ პირობებში, როდესაც გუშინ შოიგუს უსმენდნენ, თითქოს მხოლოდ 5 ათასი რუსი ჯარისკაცია დაღუპული და 100 ათასი უკრაინელი, რატომ გახდა მაშინ საჭირო მინიმუმ 300 ათასი მოქალაქის მობილიზება? ეს კითხვა თითქმის რუსეთის ყველა მოქალაქეს აქვს. ისინი ხვდებიან, რომ პირდაპირ სიკვდილზე გაწირა ხელისუფლებამ. ის, რომ ქუჩიდან იტაცებენ ფაქტობრივად ადამიანებს, კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთის ხელისუფლება დღეს საკუთარ მოსახლეობას უპირისპირდება. რუსეთში საპროტესტო განწყობის ზრდა პირდაპირ პროპორციული იქნება უკრაინის მიწაზე მოკლული რუსი ჯარისკაცების კუბოების რუსეთში ჩასვენების.
ასე რომ, პუტინი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, უფრო მძიმეში შესაძლოა, ვიდრე იყო მობილიზაციის გამოცხადებამდე. სწორედ იმიტომ რომ დღეს ის ებრძვის საკუთარ ხალხს, რომ გარეკოს ფრონტზე უკრაინელებთან საბრძოლველად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია არ გართულდა. სიტუაცია გართულდა და მთავარი გამოწვევა, რაზეც დღეს დილიდან მსოფლიო პრესა საუბრობს, არის ამ მუქარის მეორე ნაწილი, რომელიც ეხება ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებას“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
თაგები:
ხათუნა ლაგაზიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს