ხათუნა სამნიძე – დღეს რომ სიძულვილი და ზიზღია მთავარი მამოძრავებელი ძალა ქართული პოლიტიკის, ამაზე პასუხისმგებელია “ქართული ოცნება”


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე დეპუტატებს მოუწოდებს, სიძულვილის ენით საუბრის ნაცვლად, პარლამენტმა ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულება დაიწყოს.
“დღეს რომ სიძულვილი და ზიზღია მთავარი მამოძრავებელი ძალა ქართული პოლიტიკის, ამაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. თუ თქვენ გსურთ, რომ დასრულდეს ეს პოლარიზაცია, თქვენგან არ უნდა ისმოდეს და მათ შორის, ამ ტრიბუნიდან უმრავლესობის ლიდერისგან და პარტიის თავმჯდომარისგან, რომ ვიღაც ქვეყნის მტერია და ებრძვის ამ ქვეყნის ტრადიციებს.
თქვენ ახალისებთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სხვისი განსხვავებული აზრი არ მოსწონს, თავდასხმები მათზე, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ეს არის თქვენს მიერ წახალისებული პრაქტიკა.
რაც შეეხება იმაზე საუბარს, რომ კანადა და სხვა ქვეყნები აპირებენ იმ კანონის მიღებას, თქვენ აქ რა კანონიც დააინიცირეთ იყო რუსული პრაქტიკა და მთლიანად რუსული გეგმა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სხვა ქვეყნები ლაპარაკობენ მათ მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებზე და გარდა ამისა, წლებია, მსჯელობენ ამ საკითხზე. თქვენ კიდევ განხილვის დროს ადამიანები არ შემოუშვით კომიტეტზე, რომლებსაც პირდაპირ ეხებოდათ ეს კანონი და ჰქონდათ მასზე მოსაზრებები.
თუ გვინდა, რომ დასრულდეს მოღალატეების ძახილი, შეწყვიტეთ ამ კანონის უკან წაღების შემდეგ ისევ ამ კანონზე საუბარი და გადავიდეთ ამ ქვეყნის მთავარ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
თაგები:
ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძე – “ქართული ოცნება” საკუთარ ბოღმასა და ანგარიშსწორების სურვილს ანაცვლებს ქვეყნის ინტერესებსა და იმიჯს

ირაკლი ღარიბაშვილი – ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც ბოლო წლებში დაამტკიცა, რომ შეგვიძლია ქვეყნის მართვა მშვიდობით და სტაბილურობით, არის „ქართული ოცნება“

თეა წულუკიანი – “ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის, ამ დიდი კაცის თამადობით დაამარცხა ის დიდი ბოროტება, რომელიც დღეს გალიიდან გვესაუბრება