ხათუნა სამნიძე – ეს კიდევ ერთხელ უხსნის ხელ-ფეხს ყველა იმ მოძალადეს, რომელსაც სურს, თავს დაესხას ჟურნალისტებს


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამინიძე თეა წულუკიანის გუშინდელ ქმედებას აფასებს და აცხადებს, რომ ამით კულტურის მინისტრმა ძალადობა კიდევ ერთხელ წაახალისა და “ყველა იმ მოძალადეს, რომელსაც სურს, თავს დაესხას ჟურნალისტებს, ხელ-ფეხი გაუხსნა”.
სამნიძის განმარტებით, ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სიტუაციასა და მედიაზე თავდასხმებს ადეკვატურად აფასებს.
“სამარცხვინოა და ძალიან სახიფათოა. ვინმეს ოპოზიციური პარტიებიდან, ოპოზიციურ ლიდერს იგივე რომ გაეკეთებინა ნებისმიერ ტელევიზიაზე, უკვე გამოძიება იქნებოდა დაწყებული და უკვე წარმომიდგენია, რა ვითარებაც იქნებოდა. მაგრამ, ჩვენ არ გვყავს ასეთი საგამოძიებო უწყებები, არ გვყავს ასეთი ხელისუფლება, რომელიც ამ სიტუაციას ადეკვატურად აფასებს და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ უხსნის ხელ-ფეხს ყველა იმ მოძალადეს, რომელსაც სურს, თავს დაესხას ჟურნალისტებს”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. წულუკიანის განცხადებით, მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როცა “ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი”.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა