
ავტორი
Front News საქართველო
ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩემი აზრით, ჩვენ მზად არ ვართ. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა უფრო მეტი მოქალაქე დავარწმუნოთ, არჩევნებზე წავიდეს და ხმა მისცეს ოპოზიციას, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, როგორი იქნება არჩევნები, 2024 წელს იქნება, თუ რიგგარეშე, ამას ისევ პოლიტიკური პროცესი აჩვენებს, რადგან რაიმე პროგნოზის გაკეთება ახლა რთულია.
“როგორი იქნება არჩევნები, 2024 წელს იქნება, თუ – რიგგარეშე, ამას ისევ პოლიტიკური პროცესი აჩვენებს, ძალიან რთულია ახლა რაიმე პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩემი აზრით, ჩვენ მზად არ ვართ. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, იმისთვის რომ უფრო მეტი მოქალაქე დავარწმუნოთ, არჩევნებზე წავიდეს და ხმა მისცეს ოპოზიციას. ამისთვის მეტი დრო გვჭირდება, მეტი მხილება გვჭირდება ,,ქართული ოცნების’’, ეს არ ნიშნავს რომ ხვალ არჩევნები რომ იყოს, ,,ქართული ოცნება’’ ძალიან ადვილად გაიმარჯვებს, ისევ მიმართავს თავის ჩვეულ გზას გაყალბებისკენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ სისტემა არის გამართული, სისტემა ჯერ გამართული არ არის როგორც იცით. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები ზუსტად ხედავენ, რას აკეთებს ოპოზიცია და რას აკეთებს ხელისუფლება და ზუსტად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამ პროცესში აქტიური იქნება ჩვენი მოქალაქე. პოლიტიკური პროცესია ესეც, შეიძლება არჩევნები იყოს რიგგარეშე თუ რიგითი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ წარვდგეთ ამომრჩეველთან მკაფიო გზავნილებით“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
თაგები:
ხათუნა სამნიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს