Logo

ხათუნა სამნიძე – მინდა, “ქართულ ოცნებას“ შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წონა მის ფიზიკურ წონასთან ერთად არ იკლებს

პოლიტიკა
1170
Frontnews image description

მინდა, „ქართულ ოცნებას“ შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წონა მის ფიზიკურ წონასთან ერთად არ იკლებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვის კომენტირებისას განაცხადა.

 

“მთელი მსოფლიო არის ჩართული, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს არ დაემუქროს საფრთხე და უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის უფლება.

 

“ქართული ოცნება“ ხედავს, რომ ამჯერად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ უმნიშვნელოვანესია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. შეთავაზება არის, რომ გაყვანილი იყოს ქვეყნის გარეთ, რადგან საქართველოში, როგორც ვხედავთ, არ არის უზრუნველყოფილი მისი ჯანმრთელობის დაცვა“, – განაცხადა სამნიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები