Logo

ხათუნა ზახაშვილი “სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

საზოგადოება
1365
Frontnews image description

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

ზახაშვილის თქმით, პანდემიის დამარცხების გზა სწორედ ვაქცინაციაზე გადის.

„კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე გადის ის გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს პანდემიის დამარცხებამდე და ჩვენს ქვეყანას მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენთვის ეს დაძლევადი საკითხია. ერთიანად მოვბილიზდეთ, ყველამ მივიღოთ ჩვენთვის განკუთვნილი ვაქცინა და ამით ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა იმ მდგომარეობიდან, რაშიც შეიძლება, აღმოვჩნდეთ, თუ ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

თაგები:

Advertisement